დონალდ ტრამპმა ტრადიცია დაარღვია და 20 იანვრის ინაუგურაციაზე მსოფლიო რამდენიმე ლიდერი მიიწვია
დონალდ ტრამპმა ტრადიცია დაარღვია და 20 იანვრის ინაუგურაციაზე მსოფლიო რამდენიმე ლიდერი მიიწვია. ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა არჩევანი მხოლოდ ხუთი სახელმწიფოს მეთაურზე შეაჩერა. კონგრესის საინაუგურაციო ცერემონიების კომიტეტისგან ოფიციალური მოსაწვევები გაეგზავნათ ჩინეთის პრეზიდენტს, უნგრეთის პრემიერ მინისტრს, ელ სალვადორის პრეზიდენტს, იტალიის პრემიერსა და არგენტინის პრეზიდენტს.
