ბათუმის ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების და "ტავ ჯორჯიას" ორგანიზებით, გეგმური სწავლება გაიმართა
ბათუმის ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების და "ტავ ჯორჯიას" ორგანიზებით, გეგმური სწავლება გაიმართა. სწავლების მიზანი ინციდენტის დროს ეფექტიანი მოქმედებისა და ორგანიზების გაუმჯობესება, ასევე კრიზისულ სიტუაციაში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება იყო. სწავლებაში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
