დმანისის მუნიციპალიტეტში წყალსაცავის რეაბილიტაცია დასრულდა
დმანისის მუნიციპალიტეტში წყალსაცავის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი საქართველოს მელიორაციამ განახორციელა, რომლის ღირებულებაც 7 მილიონი ლარია. წყალსაცავზე ჩატარებული სამუშაო მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა თამაზ მღებრიშვილმა დაათვალიერა.
