სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 343 პირი, მათ შორის 49 ჟურნალისტი. დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 52 პირს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახური, დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით, აქტიურად აწარმოებს გამოძიებას ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით. უწყების ცნობით, 2025 წლის 16 იანვარს ამოღებულია მეხსიერების ბარათი, მასალას შესაბამისი ექსპერტიზები ჩაუტარდება.
