მმართველი გუნდის წარმომადგენელთა პოზიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადებაზე
გარე ძალების მიერ უსამართლოდ მიღებული გადაწყვეტილებები სანქციების სახით, არასდროს დადგება ქვეყნისა და ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა - ასეთია მმართველი გუნდის წარმომადგენელთა პოზიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადებაზე. მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებაში საუბარია დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში თოთხმეტი დეპუტატის მიერ შეტანილ ინიციატივაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ეხება. თემაზე სოფო ბერიძე მუშაობს და პირდაპირ ეთერში გვიერთდება.
