რობერტ ფიცო აცხადებს, რომ სლოვაკური მხარე უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის თარიღზე შესათანხმებლად მუშაობს
რობერტ ფიცო აცხადებს, რომ სლოვაკური მხარე უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის თარიღზე შესათანხმებლად მუშაობს. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრის ადგილთან დაკავშირებითაც დამატებით განცხადებას გააკეთებს. ფიცომ ზელენსკი რამდენიმე დღის წინ, გაზის ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკებებზე მიიწვია.