დიდი ბრიტანეთი მზად არის საჭიროების შემთხვევაში, უკრაინაში მშვიდობისმყოფელები განათავსოს
დიდი ბრიტანეთი მზად არის საჭიროების შემთხვევაში, უკრაინაში მშვიდობისმყოფელები განათავსოს. ამის შესახებ პრემიერმა კირ სტარმერმა, ,,სკაი ნიუსისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ასევე თქვა, რომ ამის პერსპექტივას ჯერ ვერ ხედავს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ვოლოდიმირ ზელენსკის დახმარებას დაჰპირდა და დრონების წარმოების გაზრდის პერსპექტივაზე ისაუბრა.
