მიხეილ სარჯველაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ლევან მგალობლიშვილსა და აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ლევან მგალობლიშვილსა და აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრს, ლაშა ქარდავას შეხვდა. მხარეებმა, აფხაზეთიდან დევნილ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა საჭიროებები განიხილეს. ისაუბრეს, ადგილზე, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და სამომავლო გეგმებზე.
