არჩევნები არ გაყალბებულა
ცესკომ მრავალჯერადი ვერიფიკაციისა და მრავალჯერადი ხმის მიცემის შესაძლებლობა გამორიცხა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამის თქმის საფუძველს, არაერთი საგამოძიებო მოქმედება, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობა და საგამოძიებო ექსპერიმენტი აძლევს. მანამდე კი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შუალედური დასკვნა პროკურატურამ გამოაქვეყნა და თქვა, რომ ბრალდებების მიუხედავად, კონკრეტული მტკიცებულებები წარმოდგენილი ამ დრომდე არ არის.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
