"დიფ სთეითის" გავლენა
ცოტა ხნის წინ გავრცელდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება, რომელიც მმართველი პარტიის პოლიტსაბჭო დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში თოთხმეტი დეპუტატის მიერ შეტანილ ინიციატივას ეხმიანება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ეხება და ამ ნაბიჯს უსაფუძვლოს უწოდებს. განცხადებაში ასევე საუბარია, რომ სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის, როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს.
