შინაგან საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო არჩევნების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები. უწყების ინფორმაციით ვახტანგ გომელაურმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისა და პოლიციის მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებების შესახებ.შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებიც ესწრებოდნენ.
