პროკურატურის შუალედური ანგარიშით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა
რვაასამდე საგამოძიებო მოქმედება , 400 ამდე გამოკითხული მოწმე , საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტები და საექსპერტო კვლევები. პროკურატურის შუალედური ანგარიშით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ასევე გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ სასამართლოში დაკითხვისას, მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება. საგამოძიებო უწყება მოწოდებს ყველა დაინტრესებულ პირს ითანაშრომლოს გამოძიებასთან, მოწოდებას ცენტრალური საარჩევნო კომისიაც უერთდება.
