ევროპარლამენტარები ილონ მასკს პლენარულ სხდომაზე ეპატიჟებიან და სიტყვით გამოსვლას სთავაზობენ
ევროპარლამენტარები ილონ მასკს პლენარულ სხდომაზე ეპატიჟებიან და სიტყვით გამოსვლას სთავაზობენ. ამის შესახებ ინფორმაცია მილიარდერმა „იქსზე“ თავად გააზიარა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, ევროპარლამენტის 40-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა წერილს, რომელიც ილონ მასკის მიწვევას და მასთან სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაზე, კონსერვატიულ ღირებულებებსა და ტექნოლოგიურ წინსვლაზე საუბარს ითვალისწინებს.
