დიდი ბრიტანეთის პრემიერი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა
დიდი ბრიტანეთის პრემიერი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. კირ სტარმერი ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება. ბრიტანული მედია წერს, რომ მხარეები ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის შესახების შეთანხმებას გააფორმებენ, რომელიც ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობს. ბრიტანეთისა და უკრაინის ლიდერები ასევე განიხილავენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხს, იმ შემთხევაში, თუ დონალდ ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ კიევს მხარდაჭერას შეუმცირებს. „გარდიანის“ ცნობით, მოლაპარაკებები ასევე შეეხება უკრაინაში ბრიტანული სამხედრო ძალების შესაძლო გაგზავნას, რომლებმაც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ სამშვიდობო მისია უნდა შეასრულონ.
