„ტელეგრაფი“ წერს, რომ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, სამშვიდობო მისიის ფარგლებში, სამხედროების გაგზავნას განიხილავენ
„ტელეგრაფი“ წერს, რომ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, სამშვიდობო მისიის ფარგლებში, სამხედროების გაგზავნას განიხილავენ. გამოცემის ცნობით, ემანუელ მაკრონი ფრანგი სამშვიდობოების გაგზავნის მომხრეა და საკითხი ვოლოდიმირ ზელენკისთან უკვე განიხილა. ასევე სამშვიდობოების უკრაინაში განლაგებაზე მაკრონი ესაუბრა პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს. „გარდიანს“ დიდი ბრიტანეთის მთავრობაში წყარომ აცნობა, რომ ლონდონს მხარდაჭერის გაგრძელება სურს, თუმცა ამავდროულად აინტერესებს, რამდენად დაცული იქნება უკრაინაში მივლინებული ჯარისკაცების უსაფრთხოება და ხომ არ მოახდენს ჯარების გაგზავნა ვითარების ესკალაციას.
