თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ მათე დევიძის წინასასამართლო სხდომა გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ მათე დევიძის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. გარდა ამისა. დღევანდელ სხდომაზე დევიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გადახედვის საკითხიც განიხილეს და გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. მათე დევიძე იმ 16 ადამიანს შორისაა, რომლებიც სამართალდამცველებმა ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს დააკავეს. მას გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. დევიძე ბრალს არ აღიარებს.
