უკრაინის არმიაში ამჟამად 880 000 სამხედროა
უკრაინის არმიაში ამჟამად 880 000 სამხედროა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერ-მინისტ, დონალდ ტუსკთან შეხვედრის დროს განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსული ჯარები კონცენტრირებულნი არიან რამდენიმე მიმართულებით და ზოგიერთ მონაკვეთზე რაოდენობრივი უპირატესობა აქვთ. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მოკავშირეებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს ომის შემდეგ ქვეყანაში სამშვიდობო ძალების განლაგების თაობაზე.
