საფრანგეთის თასის მეთექვსმეტედ ფინალში „ლიონი“, სადაც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, ტურნირს სენსაციურად გამოეთიშა
საფრანგეთის თასის მეთექვსმეტედ ფინალში „ლიონი“, სადაც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, ტურნირს სენსაციურად გამოეთიშა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მე-5 ლიგის „ბურგუენ ჟალიესთან“ პენალტების სერიაში 2-4 დამარცხდა. თუმცა, მიქაუტაძემ გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა საკუთარი გუნდი 64-ე წუთზე დააწინაურა და იმ დროისთვის ანგარიში 2-1 გახადა, მაგრამ მასპინძლებმა 5 წუთში გაათანაბრეს და ძირითადი დრო ფრედ, 2-2 დასრულდა. 23 წლის ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 65 წუთი გაატარა. შესაბამისად, თერთმეტმეტრიანების სერიაში მონაწილეობა არ მიუღია.
