საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტი ორდღიანია, რომლის ფარგლებშიც მაკა ბოჭორიშვილი შეხვდება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებული ფორმატით. შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.
