ვახტანგ გომელაური ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი ვახტანგ გომელაური ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო არჩევნების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები. ვახტანგ გომელაურმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს, აქციის ძალადობრივი მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისა და პოლიციის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები.
