საერთაშორისო ფორუმი ვენაში
ნათია თურნავა ავსტრიაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდა. დისკუსიაში „ცენტრალური ბანკები გლობალური შოკების შემდეგ“, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა არსებულ გამოწვევებსა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ზომებზე. ვენაში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ნათია თურნავას შეხვედრა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მსხვილ ინვესტორებთან.