კრემლი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთის ნავთობის სექტორზე დაწესებული სანქციების საპასუხოდ, მოსკოვის ინტერესების გათვალისწინებით ნებისმიერი ზომის მიღებას განიხილავს
კრემლი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთის ნავთობის სექტორზე დაწესებული სანქციების საპასუხოდ, მოსკოვის ინტერესების გათვალისწინებით ნებისმიერი ზომის მიღებას განიხილავს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი ვაშინგტონის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს უკანონოს უწოდებს და განმარტავს, რომ მოსკოვი ისეთ ღონისძიებებს გაატარებს, რომელიც ამ სანქციების შედეგად მიყენებულ ზიანს მინიმუმამდე დაიყვანს. ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა რუსულ ნავთობსა და მის გადამზიდ ხომალდებზე სანქციები 10 იანვარს დააწესა.