უკრაინის პრეზიდენტი პოლონეთშია
უკრაინის პრეზიდენტი პოლონეთშია. ვოლოდიმირ ზელენსკი ვარშავაში პოლონეთის პრემიერ მინისტრს დონალდ ტუსკს შეხვდა. მოლაპარაკებების ძირითადი თემა უკრაინაში ომი და ევროკავშირის მომავალი სამხედრო დახმარების გაგრძელება იყო. მედიის ცნობით ლიდერებმა ასევე განიხილეს ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ექსჰუმაციის საკითხიც. ვოლოდიმირ ზელენსკი ვარშავაში ასევე შეხვდება პოლონეთის პრეზიდენტს ანჟეი დუდას.
