"სთარინგ ჯორჯიას" 2025 წლის მუსიკალურ სეზონს ლეგენდარული ბენდი განზ ენ როუზი გახსნის
"სთარინგ ჯორჯიას" 2025 წლის მუსიკალურ სეზონს ლეგენდარული ბენდი განზ ენ როუზი გახსნის. კონცერტი 30 მაისს ციცინათელას პარკში გაიმართება. ბილეთების გაყიდვა კი 20 იანვრიდან დაიწყება. "სტარინგ ქარდის" მფლობელებს, შესაძლებლობა აქვთ ორი დღით ადრე შეიძინონ ლიმიტირებული რაოდენობის ბილეთები.