თბილისის მერია გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე, საგზაო მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს
თბილისის მერია გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე, საგზაო მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. იგეგმება საგზაო ნაწილის გაფართოება და სრული რეაბილიტაცია. თბილისის მერის თქმით, პროექტი დაახლოებით ორ თვეში დასრულდება, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი ძირითადად ღამის საათებში იწარმოებს.