"ქრონიკას" ბათუმში, სასტუმროში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ორი ვიდეო მოაწოდეს
"ქრონიკას" ბათუმში, სასტუმროში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ორი ვიდეო მოაწოდეს. ერთ ვიდეოში დაპირისპირების დასაწყისია ასახული და მკაფიოდ ჩანს გიორგი გახარიას ქმედება. კადრებში ჩანს, რომ სასტუმრო შერატონის შესასვლელში შეხვედრის დროს, სიტყვიერი დაპირისპირებისას სამხარაძეს გახარიამ სახეში პლასტმასის ჭიქა ჩაარტყა, რასაც დიმიტრი სამხარაძის მხრიდან, პასუხი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება ძალადობის მუხლით აქვს დაწყებული.
