არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედურ შედეგებზე, გენერალური პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედურ შედეგებზე, გენერალური პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების ფარგლებში უკვე ჩატარებულია 800-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. საქმეზე გამოკითხულია ოთხასამდე ფიზიკური პირი. მოწმეთა გამოკითხვის პროცესი ამჟამადაც გრძელდება.უწყების განმარტებით, სასამართლოში დაკითხვისას, მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირთა მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა.ასევე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებული ვერიფიკაციის აპარატებით შეუძლებელია ერთი და იგივე პირის მიერ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა.