საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პარიზი მტკიცედ უნდა აღუდგეს ისეთ ფიგურებს, როგორიც ილონ მასკია
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პარიზი მტკიცედ უნდა აღუდგეს ისეთ ფიგურებს, როგორიც ილონ მასკია. ფრანსუა ბაირუს თქმით, სფეის იქსისა და ტესლას მფლობელი „ახალ მსოფლიო უწესრიგობასთან“ ასოცირდება, რაც საფრთხეს უქმნის თავდაცვის ყველა არსებულ წესს. საფრანგეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ფრანსუა ბაირუმ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის, პანამის არხისა და კანადის შემოერთების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს მუქარა უწოდა და განმარტა, რომ დროა საფრანგეთმა გლობალურ ძალებს საკუთარი სახე და ძალისხმევა დაანახოს.
