მერია, გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს
თბილისის მერია, გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. იგეგმება საგზაო ნაწილის გაფართოება და სრული რეაბილიტაცია. კახა კალაძის თქმით, პროექტი დაახლოებით ორ თვეში დასრულდება, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი ძირითადად ღამის საათებში განხორციელდება.
