ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. ისინი საქართველოში მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, ქვეყანაში ფაქტების დასადგენი მისიით ჩამოვიდნენ. დღესვე შეხვედრა გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობასთან, ხვალ კი თანამომხსენებლები პრემიერ-მინისტრს შეხვდებიან.
