„ქრონიკისთვის“ცნობილი გახდა, რომ ფიზიკური დაპირისპირება გიორგი გახარიამ დაიწყო, რასაც დიმიტრი სამხარაძის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა
„ქრონიკისთვის“ცნობილი გახდა, რომ ფიზიკური დაპირისპირება გიორგი გახარიამ დაიწყო, რასაც დიმიტრი სამხარაძის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაიწყო ტელეკომპანია იმედზე შეტევა და ბრალდება დეზინფორმაციის გავრცელებაზე. ქრონიკას მოაწოდეს ორი ვიდეო. ერთი რომელშიც დასაწყისია ასახული და მკაფიოდ ჩანს გიორგი გახარიას ქმედება. კადრებში ჩანს რომ სასტუმრო შერატონის შესასვლელში შეხვედრის დროს, სიტყვიერი დაპირისპირებისას სამხარაძეს გახარიამ სახეში პლასტმასის ჭიქა ჩაარტყა, რასაც დიმიტრი სამხარაძის მხრიდან პასუხი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.
