დიდი ბრიტანეთის კორუფციასთან ბრძოლის სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა
დიდი ბრიტანეთის კორუფციასთან ბრძოლის სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა. მიზეზი მის დეიდას, ბანგლადეშის ყოფილ პრემიერ-მინისტრს და კორუფციულ სქემას უკავშირდება. საუბარია საბანკო სისტემიდან თანხის მითვისებასა და უცხოეთში უძრავი ქონების შეძენაზე. ბრიტანეთის კორუფციასთან ბრძოლის სამინისტროს ხელმძღვანელი დეიდის კორუფციულ სქემაში მონაწილეობას უარყოფდა. მას სრულ ნდობას უცხადებდა პრემიერი კირ სტარმერიც.
