გიორგი გახარიას ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
გიორგი გახარიას ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ბათუმში, სასტუმროში მოხდა. ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის ადანაშაულებენ ქართულ ოცნებას. სახელდება კონკრეტული გვარებიც. ექიმის განცხადებით, გახარიას აღენიშნებოდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა. პოლიტიკოსებიდან პირველი გიორგი გახარიას ცემის ფაქტს ნიკა მელია გამოეხმაურა.
