უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე მასშტაბური იერიში მიიტანა
უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე მასშტაბური იერიში მიიტანა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკრაინული დრონების სამიზნე რუსეთის ტულისა და ბრიანსკის ოლქებში ქიმიური საწარმო, სარატოვის ოლქში საბრძოლო მასალების საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო. თავადსხმის შედეგად, ოთხივე ობიექტზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. უკრაინული დრონების იერიშის შედეგად დაზიანდა რუსეთის ქალაქ ყაზანის ქიმიური ქარხანაც. ოფიციალური კიევის განმარტებით, მტრის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმები ოკუპანტის ბრძოლისუნარიანობის შელახვის მიზნით განხორციელდა.
