ესპანელი პარლამენტარი სანტიაგო აბასკალი შეშფოთებას გამოხატავს ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონის ბოლო დროინდელი განცხადებების გამო
ესპანელი პარლამენტარი სანტიაგო აბასკალი შეშფოთებას გამოხატავს ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონის ბოლო დროინდელი განცხადებების გამო. მემარჯვენე პოლიტიკოსის თქმით, ბრეტონი ევროპულ სახელმწიფოებს დაემუქრა, რომ ბრიუსელი ყველა იმ არჩევნების ანულირებას მოახდენს, რომელთა შედეგებიც არ მოეწონება. ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის წევრმა სანტიაგო აბასკალმა აღნიშნა, რომ ყოფილმა ევროკომისარმა თავად აღიარა, რომ რუმინეთში არჩევნების გაუქმების უკან ბრიუსელის ბიუროკრატები დგანან.
