გავლენიანი სამოგზაურო პლატფორმა ევროპის საუკეთესო ზამთრის კურორტების რეიტინგს აქვეყნებს
გავლენიანი სამოგზაურო პლატფორმა ევროპის საუკეთესო ზამთრის კურორტების რეიტინგს აქვეყნებს. სიაში სამთო კურორტი გოდერძი პირველ ადგილზეა. 12 საუკეთესო მიმართულებას შორის, საქართველოს კურორტთან ერთად, საფრანგეთის, იტალიის, შვეიცარიისა და ავსტრიის სამთო-სათხილამურო კურორტები მოხვდნენ. სამოგზაურო პლატფორმა მკითხველს ინფორმაციას აწვდის აჭარის სამთო კურორტის უპირატესობების შესახებ და მკითხველს ქართული სტუმარმასპინძლობის შესახებაც მოუთხრობს.
