გორგასლის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამაშველო სამსახურები მუშაობენ
გორგასლის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამაშველო სამსახურები მუშაობენ. შემთხვევის ადგილზე ეტაპობრივად შედიან კორპუსის მცხოვრებლები და საკუთარი ბინებიდან პირადი მოხმარებისთვის საჭირო ნივთები გამოაქვთ. კრწანისის გამგეობისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, კორპუსის მცხოვრებლები სასტუმროებში გადანაწილდებიან.თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალურმა ლაბორატორიამ უკვე დაიწყო შენობის მდგრადობის კვლევა. აფეთქების შედეგად 80 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. დაშავდა სამი ადამიანი, მათგან ერთ-ერთი, ახალგაზრდა მამაკაცი თავის ქალის ტრავმით ნიუ ჰოსპიტალსშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. აფეთქება გუშინ ღამით მოხდა. საცხოვრებელ კორპუსში, სადაც დევნილები ცხოვრობდნენ, სავარაუდოდ, გაზის გამათბობელი აფეთქდა.მომხდართან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციით გადაწყვეტს ყველა საკითხს.
