რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებისა და მეორე ტურის გაუქმებას უკანონოსა და არაკონსტიტუციურს უწოდებს პრეზიდენტობის კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებისა და მეორე ტურის გაუქმებას უკანონოსა და არაკონსტიტუციურს უწოდებს პრეზიდენტობის კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ. შონ რაიანთან ინტერვიუში, იგი მომხდარს ამბოხს უწოდებს და განმარტავს, რომ არჩევნების პირველი ტურის შედეგები, რომელშიც თავად გაიმარჯვა, რუსეთის შესაძლო ჩარევების შესახებ უსაფუძვლო ბრალდებების საფუძველზე გაუქმდა. ჯორჯესკუს თქმით, რუმინეთში მიმდინარე პროცესები უცხო ქვეყნების ჩარევით მიმდინარეობს, მათ შორის, პრეზიდენტობის ულტრა-მემარჯვენე კანდიდატი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გავლენასა და ჯორჯ სოროსის ქსელის მავნებლობაზე საუბრობს. ჯორჯესკუ აღნიშნავს, რომ რუმინეთს სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც დიფ სთეითის გავლენისგან თავისუფალია.
