სახელმწიფო ქონების 2024 წლის პრივატიზაციის გეგმა 100%-ით შესრულდა
სახელმწიფო ქონების 2024 წლის პრივატიზაციის გეგმა 100%-ით შესრულდა. ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხის მოცულობა ჯამში 236 მილიონ ლარზე მეტია . გასულ წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 1436 აუქციონი გამოაცხადა, პრივატიზებული ქონების ოდენობამ კი 600 ერთეულს გადააჭარბა.
