კალანდობა აღნიშნეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ეთნოგრაფიულ სივრცეში
დღეს კალანდაა. კალანდობა აღნიშნეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ეთნოგრაფიულ სივრცეში. კალანდა 2025 უძველესი ტრადიციებით იზეიმეს, როგორიცაა აგუნას გადმოძახილი, მეკვლის ფეხადობა, გურული ღვეზელის ცხობის რიტუალი. ასევე გაიმართა თეატრალური პერფორმანსები და მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. კალანდობის აღნიშვნას სტუმრებთან ერთად ესწრებოდა პარლამენტის თავმჯდომარე უმრავლესობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. ღონისძიება გალაკონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდა.