კალიფორნიის შტატში ამ დროისთვის ტყის ხანძრის 124 კერა მძვინვარებს
კალიფორნიის შტატში ამ დროისთვის ტყის ხანძრის 124 კერა მძვინვარებს, ხანძრის გავრცელების საერთო ფართობი 164 კვადრატულ კილომეტრზე მეტია. ყველაზე მეტად კი ლოს-ანჯელესის ოლქი ზარალდება, სადაც სტიქიამ, ამ დროის მონაცემებით, 24 ადამიანი იმსხვერპლა, 23 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული. გამანადგურებელი ხანძრის ფონზე ლოს-ანჯელესში მაროდიორობის ფაქტები გამოვლინდა. დამადასტურებელ კადრებს ოლქის პროკურატურა ავრცელებს და იუწყება, რომ უკვე დაკავებულია ათი ადამიანი. მათ შორის ერთი ხანძრის გაჩენაშია ეჭვმიტანილი. პროკურატურა ყველა ასეთი ფაქტის გამოძიებისა