ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური ჯარების განლაგების საკითხი განიხილეს
უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური ჯარების განლაგების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ცნობას ვოლოდიმირ ზელენსკი "ტელეგრამ" გვერდზე ავრცელებს. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საფრანგეთს უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის. მხარეები შეთანხმდნენ, ითანამშრომლონ მოკავშირეებთან მშვიდობის მისაღწევად და უსაფრთხოების ეფექტიანი გარანტიების შემუშავების მიზნით.