გაზის ტრანზიტის პრობლემის მოსაგვარებლად რობერტ ფიცომ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრისკენ მოუწოდა
გაზის ტრანზიტის პრობლემის მოსაგვარებლად რობერტ ფიცომ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრისკენ მოუწოდა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს ფეისბუკის საშუალებით მიმართა და ბრატისლავასთან აქტიურ მოლაპარაკებაში მონაწილეობის პარალელურად, გაზის ტრანზიტის პრობლემის მოგვარებისთვის შექმნილ სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. რობერტ ფიცოს გზავნილს გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი - „კარგი, პარასკევს ჩამოდით“, წერს სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი.