სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ევროკავშირის 6-მა ქვეყანამ ევროკომისიას მოუწოდა, კიდევ შეამციროს დიდი შვიდეულის ქვეყნების მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული ღირებულების მაქსიმალური ტარიფი
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ევროკავშირის 6-მა ქვეყანამ ევროკომისიას მოუწოდა, კიდევ შეამციროს დიდი შვიდეულის ქვეყნების მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული ღირებულების მაქსიმალური ტარიფი, რომელიც დიდი შვიდეულის ქვეყნებისათვის ბარელზე 60 დოლარს შეადგენს. „როიტერის“ ინფორმაციით, მიმართვაში აღნიშნულია, რომ ეს შეამცირებს მოსკოვის შემოსავალს უკრაინაში ომის გასაგრძელებლად და ამავდროულად, ბაზარზე შოკს არ გამოიწვევს. ერთობლივ წერილს ხელს აწერენ: შვედეთი, დანია, ფინეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.