ბელგიაში შესაძლო საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ, საყოველთაო გაფიცვა დაიწყო
ბელგიაში შესაძლო საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ, საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. ქვეყანაში საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებით ფუნქციონირებს. ბრიუსელის აეროპორტში ფრენების თითქმის ნახევარი გაუქმდა ვინაიდან, აეროპორტის თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი გაიფიცა. ამავე მიზეზით, შეზღუდულია მოძრაობა სარკინიგზო მაგისტრალზეც. შეფერხებით ფუნქციონირებს დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და დაიხურა სკოლებიც, რადგან ათიათასობით მასწავლებელი პროტესტს შეუერთდა. გაფიცვის მონაწილეები პენსიების შესაძლო შემცირებასა და ზოგიერთი პროფესიის წარმომადგენლებისთვის საპენსიო ასაკის შესაძლო გაზრდას ეწინააღმდეგებიან.
