სამგორის რაიონში ე. წ სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე დასასვენებელი პარკის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
სამგორის რაიონში ე. წ სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე დასასვენებელი პარკის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე, რომლის ფართობიც 16 ჰექტარია, საფეხმავლო და ველობილიკები, სპორტული მოედნები, საბავშვო სივრცეები, ასევე მცირე ზომის ველოტრეკი განთავსდება. დაგეგმილია გამწვანების სამუშაოები. სამუშაო პროცესი ორ წელიწადში დასრულდება.