14 მაისს დაკავებული საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის პროცესი გადაიდო
14 მაისს დაკავებული საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის პროცესი გადაიდო. მიზეზი- საპროცესო შეთანხმებაა, რომლის შესახებაც მზაობა დაკავებულის ადვოკატმა გამოთქვა. დავით გამყრელიძის თქმით, ბრალდებულები ბრალს ნაწილობრივ აღიარებენ, თუმცა გაურკვეველი მიზეზით, ყოფილი ადვოკატი შოთა თუთბერიძე საპროცესო შეთანხმების ბერკეტს არ იყენებდა. მომდევნო პროცესი 20 იანვარს დაინიშნა, მანამდე კი პროკურორი ადვოკატების შეთავაზებას განიხილავს