"ფაინენშალ თაიმსი" დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ახალი ავიარეისების დანიშვნის შესახებ წერს
"ფაინენშალ თაიმსი" დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ახალი ავიარეისების დანიშვნის შესახებ წერს, გამოცემის ინფორმაციით, წელს ლონდონიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს, იზიჯეტი და ბრითიშ ეარვეისი იწყებენ. სტატიის ავტორი მკითხველს, საქართველოს ტურისტულად საინტერესო ადგილების დათვალიერებას ურჩევს. „საქართველოში მოგზაურობისას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ქვეყნის მომხიბლავ დედაქალაქს, ასევე სამთო რეგიონებს, შეგიძლიათ ეწვიოთ ყაზბეგსა და სვანეთს“,-წერია სტატიაში.
