რუმინეთში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმება, კიდევ ერთხელ გააპროტესტეს
რუმინეთში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმება, კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა, არჩევნების მეორე ტურის ჩატარება და მოქმედი პრეზიდენტის, გადადგომა მოითხოვეს. რუმინეთის მმართველი კოალიცია შეთანხმდა, რომ ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები 4 მაისს გაიმართება.
