სერბეთს აზერბაიჯანული გაზის მიწოდება შეუჩერდა
სერბეთს აზერბაიჯანული გაზის მიწოდება შეუჩერდა. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ოფიციალური ბაქოსგან მიღებული შეტყობინების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ უცნობია, როდის განახლდება ის. პრეზიდენტის განცხადებას სააგენტო "როიტერსი "ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სერბეთმა აზერბაიჯანისგან წელიწადში 400 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესყიდვის ხელშეკრულებას 2023 წელს მოაწერა ხელი. შეთანხმება ძალაში 2024 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო. სერბეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ გაზის მიწოდება ერთ-ორ თვეში განახლდება.
